"რუსთავი 2"-ის ყოფილი დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი საკუთარ სახლთან მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს, ადგილზე იყო იარაღიც.
შემთხვევა თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე, ეროსი კიწმარიშვილის სახლთან მოხდა.
ადგილზე ამ დრომდე კრიმინალური პოლიცია მუშაობს.
შსს-ს ინფორმაციით, კიწმარიშვილმა თავი მოიკლა. გამოძიება 115-ე მუხლით (თვითმკვლელობა) დაიწყო.
კიწმარიშვილის პრეს-სამსახურის ცნობით კი, ის მანქანაში ჩაცხრილეს.
ოჯახის წევრება შემთხვევის დეტალებზე არაფერი იციან.





































































