ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, პირადი ნივთებიდან, ბოლნური ჯვრის ხატი და შავი ზღვის მედალი, ახალარჩეულ საკრებულოს თავმჯდომარე გოგი ხელაძეს დაუტოვა საჩუქრად.
"გურია ნიუსთან" საუბრის დროს ამირან გიგინეიშვილმა თქვა, რომ ის არასამთავრობო ორგანიზაციში გააგრძელებს კარიერას.
"ვარ, საქართველოს სასოფლო დარბაზის აღმასრულებელი დირექტორი. ამ ორგანიზაციაში ხუთი მუნიციპალიტეტი და 100 სოფელი არის გაერთიანებული. მისია კი სასოფლო ტერიტორიების განვითარებაა საქართველოში", _ გვითხრა ამირან გიგინეიშვილმა.

































































