გუშინ, ავლაბარში, სომხური ეკლესიასთან დაპირისპირება მოხდა. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიასთან მცხოვრებ ერთ-ერთ პირს, პრეტენზია გაუჩნდა იმაზე, რომ სომხური ეკლესიის მრევლს მანქანა არასწორად ჰყავდა გაჩერებული, რასაც კამათი მოჰყვა.
კამათი დაპირისპირებასა და ჩხუბში გადაიზარდა. ამბობენ, რომ რამდენიმე გასროლაც მოხდა.
"გურია ნიუსი" სომხურ ეკლესიასთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-ს ძველი თბილისის ქალაქის სამმართველოს დაუკავშირდა.
"ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის 125-ე მუხლით. რაც ცემას გულისხმობს. არც ეკლესიაში და არც ეკლესიის ეზოში არანაირი დაპირისპირება არ მომხდარა. შელაპარაკება მოხდა მანქანის დაყენების გამო. ამ ფაქტს ძველი თბილისის ქალაქის სამმართველო იძიებს. ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით", _ განაცხადეს შსს-ში.
რა მოხდა სომხურ ეკლესიასთან, იყო თუ არა გასროლა იარაღიდან, „გური ნიუსი“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ დეტალურ ინფორმაციას.