დღეს, ოზურგეთში, კილოგრამი თხილის ფასი ოთხი ლარია, რაც ფერმერთათვის ძალზე სასიხარულოა, თუმცა აღნიშნავენ იმასაც, რომ გასულ წელთან შედარებით, თხილის მოსავალი ძალიან ცოტაა და შესაბამისად, ფასის მატება ამან გამოიწვია.
გავრცელებული ინფორმაციით, ადრე გაზაფხულზე, ძლიერი ყინვების გამო, თურქეთში თხილის პლანტაციების დიდი ნაწილი, ვეგეტაციის პერიოდშივე მოიყინა და ახლა მაღალი ფასი ამიტომ აქვს.
"ისეა თუ ასე, რა მოსავალიც გვაქვს, ფასი მაინც ხელსაყრელი და მისაღებია ჩვენთვის. საქმე იმაშია, რომ როგორც მინიმუმი, ასეთი ფასი კარგი მოსავლის პირობებშიც უნდა ჰქონდეს ჩვენში თხილს და ამ საკითხზე ერთხელ და სამუდამოდ, თუ მთავრობა არ იზრუნებს, ჩვენ უნდა შევქმნათ თხილის დამცველი საზოგადოება", _ ამბობენ გურული ფერმერები.