ოზურგეთის თვითმმართველი ქალაქის საკრებულოში, ამ ეტაპზე, ორი ფრაქცია შეიქმნა. "ქართული ოცნება - თავისუფალი საქართველო", რომლის თავმჯდომარე თემურ სალუქვაძე გახდა. მეორე ფრაქციის - "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარე კი, ნანული ორაგველიძეა.