შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას განცხადებით, ცვლილების განხორციელება აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც საქართველო ახალი გამოწვევების წინაშე დადგა.
"18 წელია, რაც მოქმედი ნომერი არსებობს. ის არავითარ საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება და ხშირ შემთხვევაში, მოქალაქეს, რომელსაც საკუთარი მანქანით მგზავრობა საზღვარგარეთ უწევს, დისკომფორტს უქმნის", _ აცხადებს იზორია.
იზორიას ინფორმაციით, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ამჟამად პრესტიჟული ნომრები აქვთ, ახალი პრესტიჟული ნომრის ასაღებად, მხოლოდ 35 ლარის გადახდა მოუწევთ.