ამ წუთებში, ოზურგეთში, რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი დიანა ღურწკაია იმყოფება.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარს ესტუმრება, სადაც ღვთისმშობლის ჯანმრთელობის პარაკლისს გადაუხდიან. ტაძრის მგალობლები კი მისთვის მრავალჟამიერს შეასრულებენ.
მომღერალი, როგორც ცნობილია, საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. ის ჯერ ბათუმში იმყოფებოდა დღეს კი ოზურგეთშია.