საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით დაცვის სამსახურის ხარჯების გასაიდუმლოების შესახებ რეკომენდაცია დასავლელი მეგობრებისგან მიიღო:
_ 2008 წელს პუტინმა თქვა, რომ სააკაშვილს პირადად გაანადგურებდა. იყო ეს თუ არა ასე? მედვედევმა თქვა თუ არა რომ პოლიტიკური ცხედარი ვარ? ამის შემდეგ, ნებისმიერი დაცვის სამსახური ამას ჩვეულებრივად გაასაიდუმლოებდა თუ სად მივდივარ, როგორ მივდივარ. ეს იყო რეკომენდაცია ჩვენი დასავლელი მეგობრების. მაგრამ, არასდროს მყოლია ზედმეტი დაცვა, რადგან მე თავისუფალი ადამიანი ვარ და გადავადგილდები ჩვეულებრივად, _ განაცხადა სააკაშვილმა "რუსთავი2"-ის ეთერში.
სააკაშვილი პროკურატურის მიერ წამლის რეცეპტების გამოქვეყნებასაც შეეხო:
_ ყველა ქვეყანაში პრეზიდენტის გადაადგილება, რას ჭამს, რას სვამს და რას მკურნალობს, არის საიდუმლო. გაიგო ხო საქართველოს საზოგადოებამ რომ თირკმლისთვის ვიღებ ტაბლეტებს და პროსტატის პრობლემები მაქვს. ამით მოეშვა მთავრობას? პრეზიდენტიც არის ადამიანი და ხანდახან პროსტატაც სტკივა, მერე? მოეშვა ამით ივანიშვილს, რომ ეს გამოაქვეყნა? რა მიიღო ამით?! – თქვა სააკაშვილმა.