https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

    ომანის სანაპიროსთან ნავთობტანკერზე თავდასხმა მოხდა

    რუსეთმა დონეცკის ოლქი დაბომბა

    ირანში აშშ-ს საელჩოზე შტურმი სცადეს

    ისრაელში მოსალოდნელი სარაკეტო თავდასხმის გამო, განგაშია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეფორმის პლუსები და მინუსები

12:08; 21.08.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეფორმა, რომლის თანახმადაც 1 სექტემბრიდან წამლების დიდი ნაწილი რეცეპტებით უნდა გაიყიდოს, საზოგადოების განსჯის საგანი გახდა.

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ამბობს, რომ ეს რეფორმა ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება, თუმცა, მის ამ მოსაზრებას საზოგადოების ნაწილი, მათ შორის, სამედიცინო სფეროს ექსპერტები არ იზიარებენ. როგორც ისინი განმარტავენ, ეს მიდგომა ეკონომიკურად შეჭირვებულ მოსახლეობას კარგს არაფერს მოუტანს და, ბუნებრივია, რომ ასეთ შემთხვევაში არგუმენტი _ "ყველაფერს შეხედეთ სახელმწიფოს თვალით", არ ჭრის.

ექსპერტების აწილი ამბობს, რომ რეფორმა ბოლოდან არ უნდა დაიწყოს.

ზოგის მოსაზრებით, ექიმთან მისვლას თანხა სჭირდება… ამას შემდეგ რიგში დგომა და, შესაბამისად, დრო უნდა, რომელიც ადამიანებს ნაკლებად აქვს… ამას ისიც ემატება, რომ ექიმთა დიდი ნაწილი ფარმაცევტულ კომპანიებთან თანამშრომლობს, შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, ხომ არ იქნება ექიმი დაინტერესებული, გარკვეული პრეპარატის გამოწერით?

ჯანდაცვის სამინისტროში დარწმუნებულები არიან, რომ არა. ამბობენ იმასაც, რომ პროცესი გაკონტროლდება, თუმცა, ეს არგუმენტი საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელია. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობას პროაქტიური  კამპანია უნდა ჩაეტარებინა.

_ ეს ძირეული რეფორმა ყველა მოქალაქეს შეეხება და ყველა ჩვენგანის ცხოვრებაზე მოახდენს ზეგავლენას. სამწუხაროდ, მთავრობამ თავი არ შეიწუხა, რომ პროაქტიური კამპანია ჩაეტარებინა და მოსახლეობისთვის აეხსნა, თუ რატომ ტარდება ეს რეფორმა. ახლა ჯანდაცვის მინისტრი იძულებულია, მხოლოდ დაჰპირდეს მოსახლეობას, რომ ამ რეფორმის შედეგად არავინ დაზარალდება. არადა დრო საკმარისი იყო იმისთვის, რომ მთავრობას პროაქტიური კამპანია ჩაეტარებინა და აეხსნა ხალხისთვის რატომ და რისთვის ტარდება ეს რეფორმა, _ ამბობს ჭიაბერაშვილი.

მისივე თქმით, რეფორმას პლუსებიც გააჩნია.

_ ამ რეფორმის პირველი პლუსი ჩვენთვის, ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის, მდგომარეობს იმაში, რომ ექიმებს მოუწევთ კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდონ წამლის დანიშვნის პროცესს. რეცეპტი მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტია და ამ დოკუმენტის მეშვეობით ექიმის პროფესიონალიზმის შემოწმება ძალიან მარტივი გახდება.

მეორე პლუსი ისაა, რომ შემცირდება მეზობლებისა და ნათესავების რჩევით წამლის მიღებისა და თვითმკურნალობის შემთხვევები.

მესამე _ ეს პრაქტიკა აპრობირებულია ევროპის უმრავლეს ქვეყანაში და მნიშვნელოვანი რესურსია მედიკამენტების კონტროლის კუთხით, _ აღნიშნავს ჭიაბერაშვილი.

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ამ რეფორმას, ისე, როგორც ნებისმიერ სხვას, გააჩნია თავისი მინუსები და კარგი მენეჯერი ვალდებულია, ეს გაითვალისწინოს.

_ პირველი მინუსი ის არის, რომ ხალხს მოუწევს სერიოზული ლოჯისტიკური პრობლემების გადალახვა და ახალი წესებით ცხოვრება. მაგალითად, ბებია უკვე ვერ დაურეკავს შვილიშვილს, რომ სამსახურიდან წამოსვლისას აფთიაქში შეიაროს და წნევის წამალი წამოიღოს, მეუღლე ვერ დაურეკავს ქმარს, რომ ბავშვისთვის ანტიბიოტიკი გამოაყოლოს და ა.შ. ჩვენ, ყველას მოგვიწევს ჯერ ექიმის გამოძახება ან მასთან მისვლა, რეცეპტის წამოღება და შემდეგ მისვლა აფთიაქში, რაც დროსთან და ფულთან არის დაკავშირებული.

მეორე _ არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ექიმებს აქვთ კონკრეტული ფინანსური ინტერესები კონკრეტული წამლის გამოწერის დროს. ფარმაცევტული კომპანიები მათ ან პროცენტს უხდიან ან სხვა ფინანსურ ბონუსებს სთავაზობენ, რომ პაციენტს ურჩიონ რომელიმე კონკრეტული წამალი. რეცეპტის შემთხვევაში, ჩვენ უკვე არ გვექნება შესაძლებლობა, რომ ვიყიდოთ, მაგალითად, სუმამედი და არა ის უფრო იაფი ან უფრო ძვირი ანტიბიოტიკი, რომელიც გამოწერილია ექიმის მიერ, ანუ შემცვლელის გამოყენების შესაძლებლობა მცირდება.

მესამე _ გაუგებარია, რას სთავაზობს ხელისუფლება იმ ხალხს, რომელიც ავად გახდა გადაადგილების დროს. მაგალითად, თბილისელი ბავშვი დედასთან ერთად ისვენებს რაჭაში. მას დასჭირდა წამალი, რომელიც იყიდება რეცეპტით. ამ შემთხვევაში, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი? ეძებოს ადგილობრივი ექიმი თუ "მეგობრულად" სთხოვოს ნაცნობ ექიმს, რომ დისტანციურად გამოწეროს რეცეპტი? თან ბევრი ისეთი სოფელია, სადაც ექიმი თვეში ერთხელ ადის, _ ამბობს ჭიაბერაშვილი და ვარაუდობს, რომ ფარმაცევტული კომპანიები მარტივად აითვისებენ თამაშის ახალ წესებს და აფთიაქებში გახსნიან ექიმის კაბინეტებს, რათა იქვე გამოიწეროს რეცეპტები.

_ ბუნებრივია, ეს პროფანაცია იქნება და თან, სავარაუდოდ, ფასიანიც, _ ამბობს რესპონდენტი.

ჭიაბერაშვილის მოსაზრებებს რიგითი მოქალაქეების უმრავლესობა ეთანხმება. ჩვენ მიერ გამოკითხული ადამიანები ამბობენ, რომ ეს რეფორმა გავლენას მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის ფინანსებზე იქონიებს და ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას დამატებით პრობლემებს შეუქმნის.

განსაკუთრებით ეს პრობლემა ისეთ სოფლებს შეეხებათ, სადაც ექიმი კვირაში ერთხელ ადის და სადაც, საექიმო ამბულატორია, მხოლოდ სახელადაა. ასეთები კი, გურიაში ცოტა ნამდვილად არაა.

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოში "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობენ, რომ ეს მოსახლეობის ხარჯებს არ გაზრდის:

_ საუბარია მხოლოდ იმ მედიკამენტებზე, რომლის გაცემაც აკრძალულია დანიშნულების გარეშე. უბნის ექიმს აქვს ვალდებულება, რომ პაციენტს, საჭიროების შემთხვევაში, ბინაზეც მოემსახუროს. ამიტომ, პაციენტს ექიმთან ვიზიტის თანხის გადახდა არ მოუწევს, _ გვითხრეს სააგენტოში.

მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს რეფორმა წამლების გაძვირებას გამოიწვევს, რასაც უარყოფენ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაში.

_ არანაირად არ არის ასეთი პროგნოზი ჩვენი მხრიდან. უბრალოდ, შესაძლებელია, თავიდან დადგეს რიგები, რადგანაც მიმართვიანობა გაიზრდება ექიმებთან. თუკი  ექიმები და სამედიცინო დაწესებულებები დაარეგულირებენ ამ საკითხს, ჩვენ მომსახურების პრობლემა არ გვაქვს, _ ასე უპასუხა შეხვედრაზე, რომელსაც ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები და ექიმები ესწრებოდნენ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის პრეზიდენტმა, ირინა ჭელიძემ მინისტრ სერგეენკოს კითხვას, გააძვირებს თუ არა ეს რეფორმა წამლებს.

_ ხშირად ვნახულობდი კომენტარებს სოციალურ ქსელებში, ჩვენთან შემოსულ წერილებში, რომ რად უნდა ექიმი წამლის დანიშვნას _ "მე უკეთესად ვიცი, რა დავუნიშნო ჩემს თავს". ეს არის გზა უფსკრულისკენ. ეს არის გზა არსაით, _ განაცხადა ამავე შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა.

 ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ეს რეფორმა ექიმის ინსტიტუტს გააძლიერებს და ადამიანების ჯანმრთელობაზე იზრუნებს:

_ თვითმკურნალობას ძალიან დიდი ზიანის მოტანა შეუძლია ადამიანისთვის. სამწუხაროდ, საზოგადოებამ კარგად არ იცის ამ რისკების შესახებ. ეს რეფორმაც იმიტომ განხორციელდა, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა დავიცვათ.

_ ქალბატონო მარინა, ხშირია შემთხვევები, როცა ექიმების პროფესიონალიზმი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ბევრჯერ ყოფილა სიტუაცია, როცა რეგიონებში დასმული დიაგნოზი და შესაბამისად, წარმართული მკურნალობა არცთუ კარგი შედეგით დასრულებულა. ბუნებრივია, იქ, სადაც ასეთი შემთხვევები ხშირია, ექიმების მიმართ ნდობა ნაკლებია…  სამინისტრო არ ფიქრობს, რომ ამ კუთხით ბევრი სამუშაოა?

_ როცა მსგავსი შემთხვევებია,  სამედიცინო რეგულირების სააგენტო ერთვება. პაციენტის ყოველ საჩივარზე რეაგირება ხდება…

_ არის შემთხვევები, როცა პაციენტები სააგენტოს არ მიმართავენ…

_ ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ კუთხით. ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყველა ექიმს აქვს საშუალება კვალიფიკაცია აიმაღლოს, დამატებითი ცოდნა მიიღოს. ამ საკითხზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.

დარახველიძის ინფორმაციით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რომ საექიმო ამბულატორიები ყველა სოფელში გაიხსნას და მოსახლეობას ექიმის მომსახურების მიღება თავისუფლად შეეძლოს. 

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში გვითხრეს ამ დღეებში საზოგადოებას კიდევ მეტი ინფორმაცია მიეწოდება რეფორმის შესახებ და, შესაბამისად, ყველა შეკითხვას პასუხი გაეცემა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

პასუხები ყველაზე აქტუალურ კითხვებზე _ პაციენტის საინფორმაციო ფურცელი

"ვარწმუნებ მოსახლეობას, რომ არავითარი ბარიერი და შეზღუდვა მათ არ ექნებათ"

ყველა სიახლე

საზოგადოება

სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში, შეექმნება თუ არა საფრთხე სხვის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, სადაც ცხოვრობთ – იურისტის განმარტება

18:31; 1.03.2026
პოლიტიკა

განიხილავს თუ არა “გახარია საქართველოსთვის” ოპოზიციასთან გაერთიანებას – რას ამბობს ტატა ხვედელიანი

18:16; 1.03.2026
პოლიტიკა

„შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები ამოქმედდა

17:14; 1.03.2026
საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევა გორში – ვიდეო ადგილიდან

16:39; 1.03.2026
სპორტი

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტაშკენტის ,,გრანდ სლემის” ვიცე-ჩემპიონია

16:33; 1.03.2026
საზოგადოება

როდის გამოიდარებს საქართველოში? – პროგნოზი უახლოესი დღეებისთვის

16:22; 1.03.2026
საზოგადოება

თბილისის მერია: უხვი ნალექის გამო დედაქალაქში გარკვეული პრობლემები შეიქმნა

16:00; 1.03.2026
საზოგადოება

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან 20-ზე მეტი ფრენა გაუქმდა

15:21; 1.03.2026
საზოგადოება

სამხრეთ საქართველო და გაზაფხული:  „1 მარტს თოვლის ნაბდით დახვდა“

15:03; 1.03.2026
მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

14:57; 1.03.2026
მსოფლიო

ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

14:49; 1.03.2026
საზოგადოება

კლდოვანი მასა ჩამოვიდა – აკრძალულია მოძრაობა

14:22; 1.03.2026
საზოგადოება

საბურთალოზე კედელი ჩამოიშალა

14:19; 1.03.2026
საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

13:28; 1.03.2026
მსოფლიო

ომანის სანაპიროსთან ნავთობტანკერზე თავდასხმა მოხდა

13:04; 1.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026
0

“რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

10:11; 27.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო