29 აგვისტოს, დილის 10 სთ-ზე, ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის, ბეგი სიორიძის მონაწილეობით ჩატარდა აქცია – "ქალაქის დასუფთავება წინასაარჩევნო მასალისაგან".
იგი საქართველოს ყველა რეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში ერთდროულად დაიწყო. დასუფთავების დღეები გაგრძელდება პერმანენტულად – მუნიციპალიტეტები საკუთარ საზღვრებში გარემოს დასუფთავებაზე იზრუნებენ.