ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2014 წლის 29 აგვისტოს, ქრთამის აღების ფაქტზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, კობა რიგვავა დააკავეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ კობა რიგვავამ ქალაქ ქუთაისის ცენტრალურ პარკში განთავსებული ნაყინის სარეალიზაციო პუნქტების შეუფერხებელი ფუნქციონირებისა და მფარველობის სანაცვლოდ, ინდ.მეწარმეს დაუწესა ყოველთვიური გადასახადი, რომელსაც სისტემატურად ართმევდა ქრთამის სახით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით.