ამ წუთებში ოზურგეთში, თეატრალურ მოედანზე, სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის წევრები, უკრაინასა და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებენ.
"ვუერთდებით სოლიდარობის აქციას და მხარს ვუჭერთ უკრაინას. დღეს, უკრაინაში არის მძიმე მდგომარეობა, ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ომი, ეს არის თავისუფალი სამყაროს ომი ბოროტების იმპერიასთან. რუსეთი ყველა თავის მეზობელს უქმნის უკვე პრობლემას და არა მხოლოდ მეზობლებს. მჯერა, რომ ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს უკრაინა", _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა, ოთარ რევიშვილმა.
აქციას შეუერთდა ორი უკრაინელი მოქალაქეც.