"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთის მერიის ადმინისტრაციის უფროსად, ხათუნა სიხარულიძე ინიშნება.
ეს ინფორმაცია მერიაში დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ სიხარულიძე ორშაბათიდან შეუდგება საქმიანობას.
ხათუნა სიხარულიძეს დამთავრებული აქვს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტი (ბაკალავრი). მუშაობდა ოზურგეთის #2 საჯარო სკოლაში, სს "პროკრედიტ ბანკის" ოზურგეთის ფილიალში და უძრავი ქონების მართვის კომპანიაში.