ვაშო ჭკვიანი შიმპანზეა, რომელმაც იცის ადამიანების ენა, მას მომვლელმა ქეიტმა ასწავლა ჟესტებით საუბარი.
როდესაც ქეიტმა ვაშოს უთხრა, რომ მას შვილი დაეღუპა. მაიმუნი სიმწრისგან კიოდა და შემდეგ ტირილიც დაიწყო (სპეციალისტები თვლიდნენ, რომ მაიმუნებს ტირილი არ შეეძლოთ).
ვაშომ ორი შვილიც დაკარგა. პირველი დაბადებიდან რამდენიმე დღეში დაეღუპა, ახალშობილ მაიმუნს გულის დეფექტი აღმოაჩნდა, ხოლო მეორე მაიმუნი ორი თვის ასაკში ინფექციით მოკვდა.
რაც შემდეგ ამ ცხოველმა გააკეთა წარმოუდგენელია. მეორე შვილის დაკარგვის შემდეგ, ვაშოს მიუყვანეს ათი თვის შიმპანზე, სახელად ლუსი, რათა დარდი მის მოვლაზე გადაეტანა, თუმცა ვაშომ ლუსი ქეითს შესთავაზა. ცხოველმა მომვლელს მიანიშნა, თუ სურდა მას წაეყვანა პატარა მაიმუნი და დედობა გაეწია მისთვის.
რა თქმა უნდა მსგავსი საჩუქარი მაიმუნის მომვლელმა ვერ მიიღო.
ქეითი დარწმუნდა ვაშოს ქცევებით, რომ ის მოუვლიდა და დედობას გაუწევდა პატარა ლუსის. ამიტომ მომვლელმა გადაწყვიტა ათი თვის მაიმუნი, ისევ ვაშოსთან დაეტოვებინა.
ვაშომ პატარა მაიმუნი საბოლოოდ იშვილა და მასზე ზრუნავდა. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ის ლუსის ასწავლიდა ადამინებთან ჟესტებით საუბარს, ისე როგორც მან წლების წინ მომვლელებისგან ისწავლა.