ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის, ამერიკულ კინოაკადემიას, ქართული მხარე გიორგი ოვაშვილის ფილმს, "სიმინდის კუნძული" წარადგენს.
ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე წარსადგენი ქართული კინოსურათი სპეციალურმა კომისიამ ფარული კენჭისყრის შედეგად გამოავლინა.
კონკურსში მონაწილეობდა ოთხი ქართული ფილმი "პატარძლები" – რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი, "პაემნები" – რეჟისორი ლევან კოღუაშვილი, "სიმინდის კუნძული"– რეჟისორი გიორგი ოვაშივილი და "ზღვარი" – რეჟისორი მარიამ ქაცარავა.
კომისიის შემადგენლობაში იყვნენ მერაბ კოკოჩაშვილი, კოტე ჯანდიერი, ლანა ღოღობერიძე, მიხეილ კობახიძე, ვლადიმერ კაჭარავა, ნინო მხეიძე, ნანა ჯანელიძე, ნანა ექვთიმიშვილი, რუსუდან ჭყონია, ნატო მურვანიძე, კახა კანდელაკი.
ცნობისთვის, ოსჯარზე კიდევ ერთი ქართულ-ესტონური პროექტის ფარგლებში გადაღებული ფილმი, ზაზა ურუშაძის „მანდარინებია“ წარდგენილი.