მთელი მსოფლიოს ახალგაზრდობა და არა მარტო ისინი ე.წ. selfie -ის გადაღებითა და შემდეგ ფოტოების სოციალურ ქსელებში განთავსებით რომ არიან დაკავებულნი, ეს ახალი არ არის. კვლევებმა აჩვენა, რომ ყველზე მეტად selfie-ფოტოებით ავსტრალიელი გოგონები იწონებენ თავს.
საუკეთესო selfie-ები შეგიძლიათ მოიძიოთ შემდეგ სოციალურ ქსელებში: Tumblr, Twitter, Facebook, Instagram, Snapchat, Google+ და ა.შ.
თუმცა selfie, რომელიც მაიმუნმა თავის თავს გადაუღო ალბათ არავინ მოელოდა:
2011 წელს ფოტოგრაფი დევიდ სლეიტერი სამსახურეობრივი დავალებით ინდონეზიაში გაემგზავრა, სადაც ველური ბუნება უნდა აღებეჭდა ფოტოებზე. უეცრად მაიმუნმა კამერა წაართვა, მან თითქოს იცოდა ღილაკი სად იყო, რომლითაც ფოტოებს გადაიღებდა და ასამდე ფოტო გადაუღო საკუთარ თავს.
მას შემდეგ 3 წელი გავიდა და, როდესაც Wikipedia-ამ ფოტოები თავის გვერდზე განათავსა, ამ კომპანიასა და დევიდ სლეიტერს შორის დავა წარმოიშვა. კერძოდ, დევიდი ედავებოდა მათ, რომ ფოტოები მისი საკუთრება იყო და მოითხოვდა საავტორო უფლებები დაცული ყოფილიყო, ხოლო Wikipedia უარყოფდა მის პრეტენზიებს, რადგან ფოტოები მაიმუნმა გადაიღო და მის საკუთრებაზე პრეტენზია მხოლოდ ამ ცხოველს შეეძლო ჰქონოდა. ვინ არის ამ შემთხვევაში მართალი დღემდე გაურკვევლად დარჩა, თუმცა როგორც ფოტოზე ჩანს, ცხოველებსაც არანაკლებ შესძლებიათ selfie-ის გადაღება.