გუშინ რუსულმა ვებ-გვერდმა "Starhit. Ru"სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა. ამ პატივსაცემი საიტის მტკიცებით, ცნობილი ამერიკელი მომღერალი ლედი გაგა გათხოვდა.
ამ ცნობამ სტეფანია ჯერმანოტას (ლედი გაგას ნამდვილი სახელი) დიდი გაკვირვება გამოიწვია. მუსიკოსი მუდამ არაერთგვაროვანი ქცევით გამოირჩევა და "ყვითელი პრესის" თვალთახედვის არეში მუდმივად იმყოფება, მაგრამ დიაცი გაგა თავის სასიყვარულო თავგადასავლებს ყოველთვის ფარავდა და ამ თემაზე "ჭორაობის" საბაბს არასოდეს იძლეოდა.
ბოლოს და ბოლოს 28 წლის ქალბატონს მარტოობა მოსწყინდა და გათხოვება გადაწყვიტა. ლედის გაგას რჩეული, კინომსახიობი ტეილორ კინი გახლავთ. უფრო მეტიც. ამერიკული მას-მედიის მტკიცებით, დაუზუსტებელი ინფორმაციით წყვილი რამდენიმე თვის დაქორწინებულია და ეს ამბავი ფართო საზოგადოებას მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გააცნო.
ეს ინფორმაცია საქვეყნოდ მას შემდეგ "გასკდა", როდესაც კინის პარტნიორმა სერიალში "ჩიკაგო ცეცხლის ალში", სოფია ბუშმა ერთ-ერთ ინტერვიუში გაგა-კინის ქორწინება ოფიციალურად დაადასტურა.
აღმოჩნდა რომ მომღერალმა მიმდინარე წლის ივლისში ქალაქ ტორონტოს ერთ-ერთ მაღაზიაში ინკოგნიტოდ საქორწინო კაბა შეიძინა. ცოტა ხნის წინ კი გამოცემამ "The Rolling Stones" გაავრცელა ცნობა, რომ შეყვარებული წყვილი საქორწინო ცერემონიალის ჩატარებას კოსმოსური ხომალდი "Virgin Space”-ის ბორტზე აპირებდა.
გუშინ გაირკვა რომ ლედი გაგა და ტეილორ კინი რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე შეუღლებულები არიან და ტკბილი ოჯახური ცხოვრებითაც ხარობენ.
საინტერესოა რომ უკვე დაოჯახებული ქალბატონი ვარსკვლავური კარიერის მიტოვებას არ აპირებს. პირიქით…
ლედი გაგა უახლოესი 30 წლის განმავლობაში სცენიდან წასვლას არ გეგმავს. ამის შესახებ, მან ციურიხში გამართული კონცერტის შემდეგ თაყვანისმცემლებთან განაცხადა. მისი თქმით, მასზე არ მოქმედებს ნეგატიური კრიტიკა და სულაც არ ადარდებს რას იტყვიან მასზე კრიტიკოსები.
"ბრძოლას მათ ჯინაზე გავაგრძელებ, ისინი ვერ მომკლავენ და ვერ მაიძულებენ გავჩუმდე. მუშაოაბას ჩვეულ რიტმში განვაგრძობ, ჩემს მუსიკას ჩემი თაყვანისმცემლეისთვის ყოველთვის შევქმნი და ეს თუ დაამშვიდებთ, იმასაც ვიტყვი, რომ უახლოესი 30 წლის განმავლობაში სცენიდან ჩამოსვლას არ ვაპირებ. დარწმუნებული ვარ, ამის ძალას თქვენ, ჩემი მსმენელები მომცემთ…" – აღნიშნა გაგამ.