ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, მორიგი დანიშვნები მიმდინარეობს. გამგეობის საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის განყოფილებაში, წამყვანი სპეციალისტი ნათია იმნაძე, ნინო მშვიდობაძით ჩაანაცვლეს.
ნინო მშვიდობაძე წლების წინათაც მუშაობდა მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. რაც შეეხება თავად ნათია იმნაძეს, იგი ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე გადაიყვანეს.
ასევე, მუნიციპალიტეტს ახალი გამგებლის მოადგილე ჰყავს, აღნიშნული თანამდებობა ნუგზარ ცინცაძემ დაიკავა, რომელიც აქამდე გამგეობის აპარატში, სპეციალისტის თანამდებობას იკავებდა.
რაც შეეხება ვახტანგ ზენაიშვილს, რომელიც დღემდე გამგებლის მოადგილის მოვალეობას ასრულებს, გავრცელებული ინფორმაციით, მის დანიშვნას, გაერთიანებული ექვსი ა(ა)ი პ-ის ხელმძღვანელად უნდა ველოდოთ.
აღნიშნულს ზენაიშვილი კატეგორიულდ უარყოფს.
"არაფერი მსგავსი არაა მოსალოდნელი, დანიშვნები ეტაპობრივად ხორციელდება და ჩემი დანიშვნაც გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე, უახლოს პერიოდში მოხდება".