ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მორიგი დანიშვნები მიმდინარეობს. გამგეობის საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის განყოფილებაში წამყვანი სპეციალისტი ნათია იმნაძე ნინო მშვიდობაძემ ჩაანაცვლა. ნინო მშვიდობაძე წლების წინათაც მუშაობდა მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. რაც შეეხება თავად ნათია იმნაძეს, იგი ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში გადაიყვანეს წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კიდევ ერთი ახალი კადრია _ გამგებლის მოადგილედ ნუგზარ ცინცაძე დაინიშნა. ცინცაძე მანამდე გამგეობის აპარატში სპეციალისტის თანამდებობას იკავებდა. რაც შეეხება ვახტანგ ზენაიშვილს, რომელიც დღემდე გამგებლის მოადგილის მოვალეობას ასრულებს, გავრცელებული ინფორმაციით, მის დანიშვნას გაერთიანებული ექვსი ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელად უნდა ველოდოთ. თუმცა, გავრცელებულ ინფორმაციას ვახტანგ ზენაიშვილი კატეგორიულად უარყოფს:
_ არაფერი მსგავსი არაა მოსალოდნელი, დანიშვნები ეტაპობრივად ხორციელდება და ჩემი დანიშვნაც გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე უახლოეს პერიოდში მოხდება, _ გვითხრა ზენაიშვილმა.