საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხთა მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველოში სიცოცხლისუნარიანობა გაიზარდა და პენსიონრების რაოდენობა 8 ათასი ადამიანით მეტია.
ამის შესახებ სერგეენკომ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხდა.
მისი თქმით, 8 ათას პენსიონერზე თვეში, მილიონ 200 ათასი ლარი გაიცემა, წელიწადში პენსიის თანხა კი, 14 მილიონი ლარი იქნება.
მინისტრის თქმით, საქართველოში სიკვდილიანობა შემცირდა, რაც დემოგრაფიული პოზიტივია.