გუშინ, სამი საპარლამენტო ძალა "აყვავებული სომხეთი" "მემკვიდრეობა" და "სომხეთის ეროვნული კონგრესი" სოხეთის დედაქალაქში, ერევანში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.
სავარაუდოდ, ძირითადი აქცენტები ქვეყანაში შექმნილ სოციალურ -ეკონომიკურ თემაზე და არსებული კონსტიტუციის შეცვლაზე გაკეთდება.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც აქციის ორგანიზატორები იყვნენ, ადრე აცხადებდნენ, რომ ისინი მთავრობის შეცვლას მოითხოვდნენ.
სომხური საინფორმაციო საშუალება იუწყება, რომ რეგიონის მოსახლეობას არ მისცეს უფლება საპროტესტო აქციაზე, დედაქალაქში ჩასულიყვნენ.
სოფელ აშტარაკიდან ხალხს სატრანსპორტო საშუალებებით არ უშვებენ ერევანში – ამის შესახებ აქციაზე დეპუტატმა "აყვავებული სომხეთის" პარტიიდან, ტიგრან ურიხანიანმა განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან თავისუფლების მოედანზე სცენის გაკეთებაზე უარის თქმა, ბევრ რამეზე მეტყველებს.
"მსურველები მოდიან. ხალხის მოთმინება უკვე ზღვარზეა. ხალხის ჩამოყვანის პრობლემა არ არის. მთავარი მათ მისცენ თავისუფლად და უსაფრთხოდ ჩამოსვლის უფლება", _ განაცხადა აქციაზე ურიხანიანმა.
მოგვიანებით, "აყვავებული სომხეთის" წევრმა ელინარ ვარდანიანმა, რომელიც სომხეთის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხების კომისიის თავმჯდომარეა, აქციის მონაწილეებს მიმართა.
"სომხეთის კონსტიტუციის 25-ე მუხლის მიხედვით, ნებისმიერი პირს, ვინ კანონიერად იმყოფება სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, გადაადგილებისა და საცხოვრებელი ადგილი თავისუფლად არჩევის უფლება აქვს. იმ მოქალაქეებს, რომლებიც დღეს, ერევანში მოდიოდნენ, დაბრკოლების წინაშე აღმოჩნდნენ და უსიამოვნება შეხვდათ, გთხოვთ, მიმართოთ სომხეთის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მუდმივმოქმედ კომისიას".
რამდენიმე ხნის წინ, "არა სახელისუფლებო ოთხეული" რომელშიც შედიოდა "აყვავებული სომხეთი," "მემკვიდრეობა,""სომხეთის ეროვნული კონგრესი" და სომხური რევოლუციური ფედერაცია "დაშნაკცუტუნ" რომლებიც სომხეთში ალტერნატიულ ძალად აცხადებდნენ თავს, თავიანთი საქმიანობის შესახებ რეგულარულ კოორდინაციას გადიოდნენ და რამდენიმე ხნის წინ სომხეთში არსებული ხელისუფლების შეცვლას ითხოვდნენ, მოულოდნელად, სექტემბერში, სომხური რევოლუციური ფედერაცია "დაშნაკცუტუნმა" უარი განაცხადა მონაწილეობა მიეღო რეგიონებში "ოთხეული"-ს საპროტესტო აქციაში. მიზეზად კი განაცხადა, რომ ეს აქციები საკონსტიტუციო რეფორმების შეფერხებას გამოიწვევდა, რომელიც საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლას უკავშირდება.
გუშინ, სომხეთის დედაქალაქში თავისუფლების მოედანზე ჩატარებული საპროტესტო აქცია არასანქცირებული იყო. ორგანიზატორების განცხადებით, მთავრობამ მიტინგის ჩატარებაზე ნება არ დართო.
მასალა მომზადებულია http://www.regnum.ru/news/polit/1855761.html დაყრდნობით.
ფოტო მოგვაწოდა, ნანა კალანდაძემ.