რამდენიმე საათის წინ ფრანგულმა გამოცემამ "Le Figaro" საინტერესო, მაგრამ დაუზუსტებელი ინფორმაცია გაავრცელა.
ზემოთ მოყვანილი ფრანგული გაზეთის მტკიცებით, კლუბი "პარი სენ ჟერმენის" საუკეთესო მოთამაშემ, შვედეთის ეროვნული გუნდის თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მიუნჰენის „ბაიერნში“ გადასვლის სურვილი გამოთქვა.
"მიუნჰენური გუნდი ევროპის კონტინეტზე ერთ-ერთი საუკეთესოა და მის რიგებში დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი.
ჩემი კარიერის დასრულებამდე დრო კიდევ მაქვს. თუ თამაშის გერმანიაში გაგრძელებას გადავწყვეტ, ჩემი უპირველესი არჩევანი "ბაიერნი" იქნება. მიმაჩნია, რომ ეს გუნდი მსოფლიოს საუკეთესო 5 კლუბს შორის შედის.
არაერთ ქვეყანაში მიცხოვრია: შვედეთში, ჰოლანდიაში, იტალიაში და ესპანეთში. ამჟამად საფრანგეთში ვცხოვრობ. გერმანიაში დიდი სიამოვნებით დავსახლდებოდი."- განაცხადა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა.
საინტერესოა რომ შვედ ფეხბურთელს მიუნჰენური გუნდის ამჟამინდელ თავკაცთან, ესპანელ ფეხბურთის სპეციალისტ პეპ გვარდიოლასთან კარგი ურთიერთობა არ გააჩნია.
ამ მიზეზის გამო მისი გუშინდელი განცხადება დიდ გაკვირვებას იწვევს.