გუშინ ესპანურმა გამოცემამ "Marca" საინტერესო ცნობა გამოაქვეყნა. არგენტინის ეროვნული გუნდისა და კატალონიური "ბარსელონას" თავდამსხმელი ლეო მესი მომავალში ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას აპირებს.
"ბარსელონაში" თამაშს 32 წლის ასაკამდე ვაპირებ. ამჟამად 27 წლის გახლავართ და ამჟამინდელ კლუბში დარჩენას კიდევ ხუთი წლის განმავლობაში ვგეგმავ.
ევროპის კონტინეტზე არაერთი ხელსაყრელი შემოთავაზება გამაჩნია, მაგრამ „ბარსას“ მიტოვებას კატეგორიულად არ ვაპირებ.
არგენტინის დიდი პატრიოტი გახლავართ და საფეხბურთო კარიერას ამ ქვეყანაში დავასრულებ. თამაშს დაახლოებით 35 წლამდე ვაპირებ. სურვილი მაქვს ბოლო სამი წელიწადი სამშობლოში ვიასპარეზო. მომავალი გუნდის შესახებ დღეს ვერაფერს გეტყვით. თუმცა გამოგიტყდებით, რომ ის ალბათ "ნიუეს ოლდ ბოიზი" იქნება." – განაცხადა გუშინ სამხრეთ ამერიკელმა თავდამსხმელმა.