თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში მცხოვრებ ლორეტა აბრალავას, საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ.
"ძალიან სწრაფად და მაქსიმალურად მოხდა იმ პროცედურების ჩატარება, რაც დაკავშირებული იყო გარდაცვლილთან. ამაში დაგვეხმარა საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენელი ტრაპიზონში. ამასთან, ვეცდებით, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულის ოჯახს", – განაცხადა "გურია ნიუსთან" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.