საჭირო მასალა: კილონახევარი ხახვი, ხუთი კილო ბადრიჯანი, 200 გრამი ნიორი, შავი დაფქული წიწაკა, გორვალა, მარილი, ხმელი დაფნა, ნახევარი ლიტრი ზეთი.
მომზადება: ავიღოთ ბადრიჯანი და მრგვალად დავჭრათ. დავაყაროთ მარილი. ორი საათით დავდგათ და მერე ისე მაგრად გავწუროთ, წყალი არ შეყვეს. სათითაოდ შევწვათ ზეთში. გავაციოთ.
ხახვების პატარა თავები დავჭრათ მრგვალად, საშუალო სისქეზე _ არც თხლად, არც სქლად. ნიორი წვრილად დავჭრათ.
შემდეგ, როცა ამ ყველაფერს მოვამზადებთ, მომარაგებულ ქილებში პირველად ფსკერზე ვდებთ ხახვს, მოვაყრით ნიორს, შავ წიწაკას, მარილს, გორვალას. შემდეგ მოვაწყობთ ბადრიჯანს. ასე ფენა-ფენა დაწყობით დავასრულებთ ქილის ავსებას. როცა გაივსება, ბოლოს ორი ცალი დაფნა დავადოთ და მოვასხათ მარინადი, შევსებამდე. 15 დღე გრძელდება მარინადის მსუბუქად მოსხმა. ქილები უნდა იყოს თავღია ან მსუბუქად თავდახურული და ზემოდან დაფარებული იყოს საერთო სახურავი _ ცელოფანი. ზედაპირი მშრალი არ უნდა იყოს, ამ შემთხვევაში არის მზად. 15 დღის შემდეგ მზადაა. მოვუკრათ თავი და შევინახოთ.
მარინადის სითხე, რომელსაც პერიოდულად ვასხამთ ქილებში აღნიშნული 15 დღის მანძილზე, ასე უნდა მოვამზადოთ: ოთხი ჭიქა ძმარი, ორი ჭიქა წყალი, დაფნის ფოთლები, გორვალა, შავი პილპილი და ცოტა მარილი ერთად მოხარშული და გაგრილებული.