"თავისუფალ დემოკრატებს" ლანჩხუთის ორგანიზაციას ორი წევრი გაემიჯნა. პარტიის დატოვებაზე განცხადება გააკეთეს ლანჩხუთის გამგებლის მოადგილე ნუგზარ ცინცაძემ და მაჩხვარეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელმა, გურამ იმნაიშვილმა.
ნუგზარ ცინცაძის თქმით, ის ყოველგვარ პარტიულ ინტერესს ემიჯნება, ხოლო იმნაიშვილი საკუთარ ადგილს სამომავლოდ კოალიციაში ხედავს.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ორგანიზაციის რიგები დატოვა მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის თანამშრომელმა ლია ნიკოლაიშვილმა, არ დასტურდება, რადგან იგი არც ყოფილა "თავისუფალი დემოკრატების" წევრი.
"მეგონა პარტიის წევრი ვიყავი, მაგრამ გაირკვა რომ თურმე არ ვყოფილვარ, ამიტომაც მოხდა ეს გაუგებრობა", – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.