ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
პრემიერის განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა მთავარ პროკურორთან შეხვედრის შესახებ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაზე და აღნიშნა, რომ სხვადასხვა უწყების წარმომადგენელბთან ყოველდღიური შეხვედრები მისი სამუშაო განრიგის შემადგენელი ნაწილია.
"მე სხვადასხვა საკითხზე ყოველდღიურად ვხვდები მინისტრებს და სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელებს და ამაში განსაკუთრებული არაფერია", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურს ასევე კითხვა დაუსვეს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების საქმეზე გრიფი "საიდუმლოს" მოხსნასთან დაკავშირებით. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ამ საკითხში არ ერევა, რადგან ის პროკურატურის კომპეტენციას წარმოადგენს.