აქციას, რომელიც ქვეყნის მასშტაბით გაეროს ეგიდით იმართება და მიმართულია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, ლანჩხუთშიც გამოუცხადეს სოლიდარობა.
კერძოდ, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა, ლიდერთა სკოლამ და ქალთა კლუბმა, ერთობლივი აქცია გამართეს კულტურის სახლის წინ, შემდეგ კი მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც საინტერესო დისკუსია გაიმართა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ახალგაზრდობის აქტივობა ამ კუთხით.
აქციის მონაწილეებმა დაგმეს ყოველგვარი ძალადობა, რომელიც ოჯახში ხორციელდება და ამ ძალადობის მსხვერპლნი უმეტეს შემთხვევაში ქალები არიან. მათი აზრით, ყველა უნდა გაერთიანდეს და ერთობლივად გამოხატოს პროტესტი ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგ.