ოზურგეთში (ანასეული), ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის, აკადემიკოს ვალერიან ცანავას საცხოვრებელი სახლი გაიქურდა.
"თბილისში ვიყავი და როდესაც ჩამოვედი, საცხოვრებელი სახლის კარები გატეხილი და სახლი კი გაქურდული დამხვდა. მეტს ვერაფერს გეტყვით", – გვითხრა სატელეფონო საუბრის დროს ვალერიან ცანავამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე აღძრულია 177 მუხლით და მიმდინარეობს გამოძიება.