ფილფანების ოჯახი, რომელიც სტიქიის გამო 10 წლის წინ სვანეთიდან დმანისში, ადგილობრივი მცხოვრების სახლში გადმოვიდა საცხოვრებლად, ქუჩაშიდარჩენის საფრთხის წინაშეა.
ლავრენტი ფილფანის განცხადებით, დღემდე განაჩენის მოლოდინში იყო, ახლა კი ზუსტად იცის, რომ ხვალ სახლს დაატოვებინებენ და დახმარებისთვისხელისუფლებას მიმართავს. "ჩვენ ყველასგან მიტოვებული ეკომიგარანტები ვართ და გზის გადაკეტვაც რომ დაგვჭირდეს გადავკეტავთ" – ამბობსეკომიგრანტი.
ლავრენტი ფილფანი, დმანისელი ეკომიგრანტი:"ჩვენი გამოსახლება რამდენიმე დღით შეჩერდა, ძალოვან სტრუქტურას ჩვენთვის არ ეცალა. ახლა კი, დროხვალამდე მოგვცეს და ალბათ, აღარც გადადებენ. ხელისუფლებისგან და ძალოვანი სტრუქტურისგან ერთს ვითხოვთ: თუ გამოგვასახლებენ, ძველისაავადმყოფოს შენობაში მაინც შეგვიყვანონ შუქი, რადგან სხვაგან წასასვლელი არსად გვაქვს".
ადგილობრივ თვითმართველობაში განმარტავენ, რომ დმანისის საკრებულომ ადგილობრივი ენერგო კომპანიის ფილიალს, მიუხედავად არსებულიბიუროკრატიული მექანიზმებისა, მარტივად გაუმზადა ყველა საბუთი და ცნობა, რომელიც საჭირო იყო ძველი საავადმყოფოს შენობაში ელექტროენერგიისშეყვანისთვის.
"ჩვენი მხრიდან, რაც შეიძლებოდა ყველაფერი გავაკეთეთ – გავეცით ცნობა, დავურთეთ საბუთები, რადმენი სული ეკომიგრანტი ოჯახი ცხოვრობს შენობაშიდა ენერგოკომპანიას გამრიცხველიანების კვანძის დადგმა ვთხოვეთ," – აცხადებს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციის უფროსივლადიმერ ზარანდია.
"ენერგოპრო ჯორჯიას" მომსახურების დმანისის სერვის ცენტრის ხელმძღვანელი, ლაშა ჩარკვიანი კი აღნიშნავს, რომ დმანისის ძველი საავადმყოფოსშენობაში ელექტრო ენერგიის შეყვანის პროცესი დაწყებულია.
"პროცესი დავიწყეთ და ეს ასე ადვილი, დღეს და ხვალ გასაკეთებელი საქმე არ არის, რადგან იქ ტრანსპორმატორი უნდა დაიდგას და ყველა მოსახლეგამრიცხველიანდეს. მე მესმის იქ მცხოვრებთა მდგომარეობის, ამიტომ ვცდილობთ მაქსიმალურად დროულად შევიყვანოთ ელექტროენერგია. სავარადოდკვირის ბოლომდე ეკომიგრანტებს შუქი ექნებათ", – განაცხადა ლაშა ჩარკვიანმა.
ეკომიგრანტი ფილფანების გამოსახლებული ოჯახი კი დღეს დმანისის ძველი საავადმყოფოს შენობაში მცხოვრებ 22 ეკომიგრანტ ოჯახს შეუერთდება.შენობაში არც გაზია, არც შუქი და არც ელემენტარული საცხოვრებელი პირობები. ფილფანებს ცხოვრების თავიდან დაწყება უკვე მესამედ მოუწევთ. დმანისშიკი სამი დღეა, გადაუღებლად თოვს.