ამ წუთებში საქართველოს პარლამენეტის პლენარულ სესიაზე ,,ფარულ მოსმენებთან“ დაკავშირებით, კანონპროექტის მეორედ განხილვა იწყება. მომხსენებელი ,,ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის“ თავმჯდომარე ეკა ბესელიაა, რომელმაც აღნიშნა, რომ პროექტში მეორე მოსმენისთვის, პერსონალური დაცვის ინსპექტორთან დაკავშირებით რამდენიმე ცვლილება უკვე შესულია. ამას არ დაეთანხმა უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილი და განაცხადა, რომ ბესელია, ფოფხაძე, სესიაშვილის კანონპროექტში არაფერია ახალი, გარდა ტერმინოლოგიური ცვლილებებისა. მინაშვილმა, მაგალითისთვის გუშინ გვიან ღანით გამართული ,,ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის“ სხდომა გაიხსენა და აღნიშნა, რომ კომიტეტის თავმჯდომარე, ყველანაირად ცდილობდა ოპონენტებისა და არასამთვარობოების აზრი არ გასულიყო და მათ სიტყვის თქმის უფლებაც არ დაუტოვა.
აკაკი მინაშვილი მიიჩნევს, რომ მეორე მოსმენით კანონპროექტში არანაირი ცვლილება არ შედის და ის კიდევ ერთხელ განამტკიცებს შსს-ს უფლებას ფლობდეს ე.წ მოსმენების გასაღებსა და ფარული მიყურადების უფლებას.
,,ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება იმისა, რომ აქ არ არსებობს თავისუფალი ნება, რომ კანონი ხალხისთვის იყოს. ამიტომ წინასწარ ვამბობ, რომ არანაირი აზრი არ აქვს ამ კანონის მეორე მოსმენას და განხილვას, იმიტომ რომ არაფერი შეიცვლება.“_განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, აკაკი მინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა გუშინდელ სესიაზე, კანონპროექტს ე.წ ,გასაღების ფლობასთან“ დაკავშირებით, პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი. არსებობს კანონპროექტის მეორო ვერსია რომელიც ,,რესპუბლიკელებს“ ეკუთვნით თუმცა, მისი განხილვა სესიაზე არ მოხდა. ცნობისთვის ,,რესპუბლიკელების“ კანონპროექტს, არასამთავრობო სექტორი მხარს უჭერს, ხოლო, კანონპროექტის ავტორები და საპარლამენტო უმრავლესობა მათ აზრს არ იზიარებს.