https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანის უზენაესმა ლიდერმა აღიარა, რომ საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა- ვის ადანაშაულებს ხამენეი

    ზვავს ხუთი მოთხილამურე ემსხვერპლა (უცხოეთი)

    “უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

    მაჩადომ ტრამპს ნობელის პრემია გადასცა

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“მომღერალი კარმიდამოს” ადგილის დედა არსად წასვლას არ აპირებს

10:11; 30.11.2014
კარმიდამო ჩემი
Share on FacebookShare on TwitterEmail
"აქ, ჩემს გარდა, ყველა და ყველაფერი მღეროდა, მთელი კარმიდამო,"_ ასე გამოგვძახა სახლიდან მასპინძელმა, ქალბატონმა ციალა ერქომაიშვილმა.

ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში ცხოვრობს. ეზოში შესვლამდე, ჭიშკართან ინდაურების "არმია" დაგვხვდა და ცოტა დამფრთხალმა, კავკავით გვერდი გვაქცია. ყავარჯენზე დაყრდნობილი მოხუცი ქალბატონი ბოდიშს მხოლოდ იმიტომ იხდის, რომ მტკივანი ფეხი ისე არ უშვებს სტუმრისკენ, როგორც გულით მიეჩქარება. თუმცა, ცდილობს, ტკივილს მოერიოს და მასპინძლობის სისხლში გამჯდარი ეტიკეტით _ უშურველი გულღიაობით გვხვდება:

_წელს ყურძნის მოსავალი არ გვქონდა, მაგრამ უფრო უკეთესი, შარშანდელი ღვინო მიირთვით. არტემ ერქომაიშვილის ოჯახის სიმდიდრე სულიერება იყო. ანზორი ამ ეზოში გაიზარდა, მე მისი ბიცოლა გახლავართ.

ეეჰ, შვილო, მე მარტოხელა მეურნე არ ვარ, ვინ გითხრათ? სამი შვილი მყავს, ყველა თბილისშია და გამუდმებით წაყვანას მთავაზობენ, მაგრამ აქედან ფეხს არ მოვიცვლი _ ჩემმა ქმარმა აქ დამტოვა და იმიტომ… ძალიან კარგი ქმარი მყავდა, მის სიკარგეზე სასაუბროდ ენა უძლურია.

ამ ეზო-კარის დედაც ვარ და მამაც. არსად წავალ! მითუმეტეს, უმძიმესი დაავადება აღმომაჩნდა _ ძვლის ოსტეოფოროზი. ფეხის გადადგმა მიჭირს, გერმანიაშიც წამიყვანეს შვილებმა. წამლებით ცოტა დავდექი ფეხზე, ჯოხით ვჩოჩავ, მაგრამ ძროხასაც ვწველი, ღორებიც მყავს, ინდაურები და ქათმებიც ბლომად… _ ასე გვესაუბრება საკუთარ თავზე და ვიდრე თავის შინამეურნეობას გაგვაცნობს, ასწლოვანი რცხილის ხის ქვეშ, ასევე საუკუნეზე მეტი ხნის წინ ჩაყრილ ქვევრებზე მიგვითითებს, რომელზეც ძველი ტაშტები საგულდაგულოდ გადაუფარებია _ როგორც მეხერხება, ისე ვუვლიო, ამბობს და იხსენებს იმ ბედნიერ დროს, როცა ამ ადგილზე უძველესი ქართული ხალხური ჰანგი გუგუნებდა. ეცინება იმაზე, რომ ცნობილი ლოტბარის, არტემ ერქომაიშვილის ოჯახში მის გარდა, ყველა და ყველაფერი მღეროდა.

დინჯად, დაკვირვებით და სიყვარულით მოსაუბრე ამაყობს, რომ ანზორ ერქომაიშვილი ამ კარმიდამოში გაიზარდა და მოგვიანებით, როცა სტუმრებით აქ ჩამოვიდოდა ხოლმე, ეზოდან არ გადადიოდა, ისე შლიდა ზღაპრულ სუფრას.

_მახსოვს, 48 კაცი შემოყვა ეზოში. სტუმრის ჭირიმე… არც გოჭისთვის, არც ინდაურისთვის ეზოს გარეთ არ გადავსულვარ, ჩემი საფიცარი მეზობლები მომეხმარნენ და ხელად გავშალეთ სუფრა… ასეთი დღე ბევრი იყო, რომელთა დავიწყებას ჩემი სული და გული ვერასდროს შეძლებს… აქ ხიდან ჩამოვარდნილი ფოთოლიც მესაკლისება გასაქრობად, _ სევდის გარეშე, რწმენით გამთბარი საუბრობს და საყვარელ ბოჩოლას ეძახის, რომელსაც ყოველ საღამოს წველის და დილით ადრე ზედ ეზოსთან მოსაზღვრე ტყეში მიდენის. ამ ტყეში რკოც მოიპოვება, წიწიბურაც და სხვადასხვა ბალახეული. ამიტომ, როგორც თვითონ ამბობს, "კამეჩისტოლა" ღორებიც ჰყავს, რომელთა გასაზრდელად ტყე აქტიურად ეხმარება.

_შვილები მიბრაზდებიან, რომ თბილისში არ მივყვები, მაგრამ ჩიტისა არ იყოს, მე იქ ვერ გავძლებ. მიგზავნიან ფულს, წამალს, დღეში ცხრაჯერ რეკავენ, ჩამოდიან, ეშინიათ, რაიმე არ მომივიდეს, მაგრამ მე მაშინ მოვკვდები, ამ ეზოს როცა მივატოვებ, _ საკუთარ მტკიცე გადაწყვეტილებას შეუვალი ტონით გვაცნობს.

კითხვაზე, ფიზიკურად ხომ არ ეხმარება ვინმე და საკმაოდ დიდ მეურნეობას როგორ უძღვება 80 წელს მიახლოებული ქალბატონი, გაკვირვებითვე გვპასუხობს, მოჯამაგირე ჩემი ხელები და მტკივანი ფეხია, სხვას როგორ ვაკადრებ და თუ ვერ შევძლებ, დავიტოვებ ორიოდე ქათამს და თავს შევიქცევ, ისე კი, სანამ გული მერჩის, ხოხვით რომ ვიარო, მაინც ვიმუშავებ იმ ეზო-კარში, სადაც ჩემმა ძალიან კარგმა ქმარმა დამტოვაო. უკვირს ისიც, ზოგ ჯანმრთელ ადამიანს შრომა რომ ეზარება. გაჭირვება კი არის, მაგრამ თუ მიწა გაქვს და ჯანმრთელობა გწყალობს, ცოცხალ კაცს არ უნდა მოგშივდესო.

სახელოვან ერქომაიშვილთა კარ­მი­­დამოს ადგილის დედა, საკუთარ ბიოგრაფიულ ეპიზოდებს ძუნწ­ად ყვება _ ზუგდიდში, ხალხური სიმღერების ადგილობრივებისთვის შესასწავლად ჩასულ არტემ ერქომაიშვილს, სარძლოდ მოსწონებია შელიების ასული, 16 წლის ზრდილი და ლამაზი გოგონა. მერე ციალა შელიას ძმა და საქმრო, გური ერქომაიშვილი დამეგობრებულან… ასე ანთებულა უბერებელი გრძნობის ნაპერწკალი.

_ ადამიანს გარემო ქმნის. ერქომაიშვილები სულით მდიდრები იყვნენ. ჩემში წარსული დღევანდელობს და ვეცდები, სანამ ცოცხალი ვარ, ასე ვიცხოვრო ამ კურთხეულ გარემოში. მერე კი, ღმერთი დიდია. გარდაცვალების შემდეგ, არ მგონია, მისაყვედუროს მასთან მისულს.

ასე გვემშვიდობება ციალა შელია-ერქომაიშვილისა, რომელსაც ფიზიკურ შრომაში ნაცადი სულიერების მადლი ადგილის დედობის უკურნებელ სენად შეჰყრია და ფიქრობს, მისგან თავის დაღწევა რომელ ჭკუათმყოფელს მოუვაო აზრად? უდავო ჭეშმარიტებაა _ რწმენით შეპყრობილი ადამიანი ტკივილს, სევდას, სიბერეს თუ მარტოობას ვერ გრძნობს, ისევე როგორც ჩვენი იშვიათი მასპინძელი ერქომაიშვილთა სახელოვან კარმიდამოსი.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ჩვენი რჩევები

რატომ არ შეიძლება უმი ქათმის გარეცხვა მომზადებამდე

09:41; 5 სექტემბერი, 2025
ჩვენი რჩევები

როგორ მოვიშოროთ ბუზები და კოღოები ქიმიური პრეპარატების გარეშე

12:26; 5 ივლისი, 2025
ჩვენი რჩევები

რა არ უნდა მიირთვათ მშიერ კუჭზე

09:59; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

კვერცხი წონის დაკლებას უწყობს ხელს

09:58; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

წიწიბურას დიეტა

09:55; 6 მარტი, 2025

ცრუმორწმუნე კინომსახიობები

მოსაწყენი კინოსაყვარლები

ყველა სიახლე

საზოგადოება

ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა – არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ერთი პირი

18:52; 18.01.2026
სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

17:12; 18.01.2026
საზოგადოება

ბავშვების სახელზე გაფორმებული ნანგრევები: რატომ ვერ იღებს დაზარალებული ოჯახი კუთვნილ დახმარებას?

15:58; 18.01.2026
პოლიტიკა

“განვიხილეთ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის უმძიმესი მდგომარეობა”- სალომე ზურაბიშვილი ერნოტთან შეხვედრაზე

14:56; 18.01.2026
საზოგადოება

ბინაში მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს

12:51; 18.01.2026
სამართალი

საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 14 მოქალაქე დააკავეს

11:31; 18.01.2026
სამართალი

პოლიციამ აჭარაში ინტერპოლით ძებნილი პირი დააკავა

11:25; 18.01.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი

11:18; 18.01.2026
სამართალი

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

11:09; 18.01.2026
სამართალი

დაჭრის ფაქტზე პოლიციამ სამი პირი დააკავა

11:06; 18.01.2026
მსოფლიო

ირანის უზენაესმა ლიდერმა აღიარა, რომ საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა- ვის ადანაშაულებს ხამენეი

10:20; 18.01.2026
მსოფლიო

ზვავს ხუთი მოთხილამურე ემსხვერპლა (უცხოეთი)

10:11; 18.01.2026
საზოგადოება

“მოსახლეობას მოვუწოდებთ”- თბილისის მერია თოვლიან ამინდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

9:56; 18.01.2026
ზაფრანი

„ეჰ, ის სხვა საქართველო იყო, სულ სხვა…“

9:41; 18.01.2026
ზაფრანი

განსაკუთრებული „ამბავი“

9:36; 18.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო