პოლონური ფონდი _ "ასოციაცია დემოკრატიული აღმოსავლეთი", საქართველოში პარტნიორ ორგანიზაცია "კავკასიიის ჟურნალიტთა საერთაშორისო ცენტრთან" თანამშრომლობით, 2007 წლიდან საქართველოს რეგიონული გაზეთებისთვის ახორციელებს პროექტს. პროექტის მიზანი რეგიონული მედიის განვითარებაა.
ამ პროგრამის ფარგლებში, პოლონელი და ქართველი მედია ექსპერტები, უკვე 8 წელია, სასწავლო ტრენინგებს ატარებდნენ რეგიონული გაზეთებისთვის. ტრენინგები ტარდებოდა, როგორც საქართველოში, ასევე პოლონეთში. საქართველოს რეგიონული გამოცემების რედაქტორები და ჟურნალისტები სტუმრობდნენ პოლონეთის რეგიონულ მედიას, ეცნობოდნენ მათ მიღწევებს.
წელს, პოლონურმა ფონდმა, "კავკასიის ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრთან" ერთად გამართა ტრეინინგები ქუთაისში. ტრენინგი დაფინანსდა პროგრამების _ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2014 წლის თანამშრომლობის განვითარების პროგრამა "დემოკრატიის მხარდაჭერა" და თავისუფლების ფონდის პოლონურ-ამერიკული პროგრამა "ცვლილებები რეგიონში – RITA", რომელსაც ახორციელებს ფონდი განათლება დემოკრატიისთვის", ფარგლებში.
პროექტის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი რამდენიმე კატეგორიაში. ერთ-ერთ კატეგორიაში _ პრიზი საუკეთესო ფოტორეპორტაჟისთვის, გაიმარჯვა "გურია ნიუსის" ჟურნალისტმა ნატო გოგელიამ რეპორტაჟისთვის _ "შვიდი ოჯახი ერთ ჭერქვეშ".
"გურია ნიუსი" მადლობას უხდის პოლონურ ფონდს _ "ასოციაცია დემოკრატიული აღმოსავლეთი" და ქალბატონ აგნეშკა ნოვინსკას, ამ აღიარებისთვის და იმედს გამოთქვამს, რომ ჩვენი თანამშრომლობა ისევ გაგრძელდება, რაც ძალიან წაადგება ქართულ რეგიონულ მედიას.