აფინანსებდა თუ არა დეპუტატი და ოქროს მომპოვებელი საწარმო "მადნეული"-ს ყოფილი გენერალური დირექტორი კობა ნაყოფია საყდრისის გადარჩენის კომიტეტს, ამასთან დაკავშირებით "გურია ნიუსი" კომიტეტის წევრ ირაკლი მამალაძეს ესაუბრა.
"კობა ნაყოფია ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატია. ის მომხრე იყო და აღიარებდა კულუტურული მემკვიდრეობის ძეგლს. ჩვენ მასთან გვქონდა კონსულტაციები. თავად გამოთქვა ამის სურვილი. პირადად მე დამიკავშირდა. ამ საუბარს ისმენდა როგორც ნინო მიქიაშვილი ასევე სხვა კომიტეტის წევრები. ეს დამალული არ ყოფილა.
ჩვენ გვინდოდა, რომ კობა ნაყოფიასგან საყდრისთან დკავშირებით მაქსიმალური ინფორმაცია მიგვეღო. რისი გაკეთება შეგვეძლო და როგორ შეიძლებოდა გადარჩენა. ამაზე იყო ძირითადი კონსულტაციები.
რაც შეეხება ფინანსებს, მე არ ვიცი რომელიმე ჯგუფს თუ აფინანსებდა ნაყოფია. მე ვაცხადებ რომ პირადად ჩვენთან ჰქონდა კონსულტაციები. ის ანგრევდა ძეგლს როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. ის აცხადებდა რომ იგი უნდა გადარჩენილიყო და ამის მომხრე იყო. როგორც ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი და არა როგორც ყოფილი არემჯის თანამშრომელი.
რაც შეეხება დაფინანსების წყაროებს, ყველამ კარგად იცის, რომ რაღაც გარკვეული დაფინანსება მოდიოდა, "დავითიანი" "მწვანე მუშტი" უბრალოდ აქციების ორგანიზებას აკეთებდნენ, სხვა დაფინანსებაზე საუბარი არ არის.
არ ვიცი კობა ნაყოფია რომელიმე ჯგუფს თუ აფინანსებდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ესეც გამოჩნდება და ამაზე კომენტარს მოგვიანებით გავაკეთებ"- განაცახადა მამალაძემ.