7 წლის ლეიკემიით დავადებულ შაქრო ცეცხლაძეს პირველი ან მეორე რეზუს უარყოფითი სისხლი სჭირდება.
ახალგაზრდა შაქრო ცეცხლაძე უკვე რამდენიმე თვეა მკურნალობას იაშვილის სახელობის საავადმყოფოში გადის.
მან უკვე სამი კურსი ჩაიტარა და მეოთხე კურსის ჩასატარებლად საზოგადოების მხარდაჭერა კვლავ სჭირდება.
ლეიკემიით დაავადებული ახალგაზრდის დედა მზიურ ცეცხლაძე იმედს გამოთქვამს, რომ მისი ერთადერთი შვილის დასახმარებლად ხალხი კეთილნებას გამოიჩენს.
"პირველი და მეორე რეზუს უარყოფითი სისხლი ძალიან რთული საშოვნელია. ჩემი ერთადერთი შვილის სიცოცხლე ახლა საზოგადოების კეთილნებაზეა დამოკიდებული, გთხოვთ არ დაიზაროთ დამიკავშირდეთ და რამდენსაც შეძლებთ იმდენი სისხლი გაიღოთ ჩემი შვილის გადასარჩენად", – ამბობს მზიურ ცეცხლაძე.
გთხოვთ დაუკავშირდით : 557 24 07 26 ან მიბრძანდით ლუბლიანას 2/6-ში.