საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ლიბერთი ბანკის დირექტორმა დავით ვერულაშვილმა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილემ გიორგი კილაძემ სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა ცენტრის ბენეფიციარები მოინახულეს და ცენტრის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ტექნიკა და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
"დღეს ლიბერთი ბანკის სახელით დამდეგი ახალი წელი მივულოცეთ სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარებს. ცენტრს გადავეცით ფუნქციონირებისთვის აუცილებელი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რითაც ხელი შევუწყვეთ მათი ყოფითი პირობების გაუმჯობესებას. უფრო მეტად სასიხარულოა ოდნავ მაინც თუ შევძელით ბავშვების გამხნევება და გახალისება. მინდა უსწრაფესი განკურნება ვუსურვო ამ ბავშვებს და გამოჯანმრთელების რთულ გზაზე ჩვენი სითბო და თანადგომა ვაგრძნობინოთ. ლიბერთი ბანკი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მომავალშიც გააგრძელებს სხვადასხვა ღონისძიებებში აქტიურ მონაწილეობას და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად საქველმოქმედო აქციების ხელშეწყობას,, _ განაცხადა ლიბერთი ბანკის დირექტორმა დავით ვერულაშვილმა.
(R)