ქალაქ ოზურგეთის ცენტრში შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მოუწესრიგებელი ქუჩები, ამოთხრილი ორმოები. გზების უმეტესობა ისეთ ავარიულ მდგომარეობაშია, რომ გავლა ავტომობილსაც ძალიან უჭირს.
ეს ფოტო, ქალაქ ოზურგეთის ცენტრში, გურიის ქუჩაზეა გადაღებული.
აქ მცხოვრებლების თქმით, აღნიშნული ქუჩაზე, გზის რამდენიმე მონაკვეთზე უკვე რამდენიმე წელია ასეთ ცუდ მდგომარეობაშია. ასფალტის საფარი ამოტეხილია.
ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე “გურია ნიუსთან“ აცხადებს, რომ მომავალი წლიდან ქალაქის თითქმის ყველა ქუჩის მოასფალტება იგეგმება.
“ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მიმდინარეობს წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, იცვლება წყლის მილები, ამიტომ არის ქუჩები გადათხრილი, მაგ სამუშაოების დასრულების შემდეგ იგეგმება ასფალტით მოპირკეთება. სამუშაოები მომავალი წელს განხორციელდება“, _ ამბობს კობალაძე.