აშშ-ში რამდენიმე წლის წინ წამოწყებული სიმსუქნის წინააღმდეგ მიმართული კამპანია მალე ალბათ რუსებსაც გამოადგება.
ცოტა ხნის წინ რუსეთში ჩატარებულმა წონის მონიტორინგმა აჩვენა, რომ ისინი არც ისე ჩამორჩებიან ამერიკელებს წონაში – რუსების 55 პროცენტს ზედმეტი წონა აწუხებს და მხოლოდ სამი პროცენტი ვერ იღებს საკმარის საკვებს.
რუსი ეროვნების მსუქნები, ძირითადად, 30 წელს გადაცილებული ადამიანები არიან.
მათ დაავადებების მთელი „თაიგული“ აწუხებთ – ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადებები და მიოკარდის ინფარქტი. ძალიან ხშირად ისინი ნაადრევად იხოცებიან.