ფრაქცია "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" თბილისის საკრებულოში სახელფასო დანამატების გაცემას აპროტესტებენ.
ფრაქციის წევრის თამარ ცინცაბაძის განცხადებით ეს თანხები ეკუთვნის თბილისელებს და თითოეული თეთრი მათ საკეთილდღეოდ უნდა დაიხარჯოს და არა მაღალჩინოსნების ფუფუნებისთვის.
"გაერთიანებული დემოკრატები" ამბობენ, რომ რესპუბლიკური პარტიისგან განსხვავებით, მათთვის საკრებულოს მაღალჩინნოსნების სახელფასო დანამატების გარდა, ასევე მიუღებელია დანამატებისა და პრემიების გაცემა, როგორც თბილისის მერიის, ასევე საკრებულოს სხვა თანამშრომლებზეც.