ოზურგეთში ტრადიციული ალილო ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრიდან დაიწყო.
საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა მამა ბასილმა თამარ მეფის დროინდელი ჯვრით დალოცა ალილოს მონაწილეები.
ალილოს მსვლელობა ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მის მონაწილეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გურიის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, ქეთი მოისწრაფეშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მერაბ ჭანუყვაძე და ქალაქ ოზურგეთის მერი, ბეგი სიორიძე შეურთდნენ.
საახალწლო ნობათი ბავშვთა სახლებსა და მოხუცთა თავშესაფრებში გადანაწილდება.