ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ლესის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე საოჯახო ტიპის სახლს "მომავლის სხივს" საახალწლო საჩუქრები გაუკეთა ახლად დაფუძნებულმა "ლანჩხუთის განვითარების ფონდმა", კერძოდ ბიზნესმენმა ბატონმა თემურ ჭყონიამ ფონდის დამფუძნებელ ბორის ჭყონიასთან ერთად "მომავლის სახლის" აღსაზრდელები მოინახულა და საჩუქრები გადასცა. ჩვენი ინფორმაციით, თემურ ჭყონიამ ექვსი ათას ლარამდე გაიღო "მომავლის სახლის" დასახმარებლად.
"ჩვენ "მომავლის სხივში" მივიტანეთ ოჯახური გარემოსთვის ყველა საჭირო ნივთი: პირსახოცები, თეთრეული, ასევე საოჯახო ტექნიკის ნაირსახეობა. გარდა ამისა, საკვები პროდუქტებიც, ტკბილეულიდან დაწყებული ყველაფერი, რაც იყო საჭირო სადღესასწაულო სუფრისთვის. მე და ბატონ თემურს სამომავლოდ ბევრი გეგმა გაგვაჩნია თუნდაც ამ სახლთან მიმართებაში. უახლოეს მომავალში ვაპირებთ შევუძინოთ ფრინველების სპეციალური სადგომი და ყველა სახის შინაური ფრინველი, რომ საკუთარი ხელით აწარმოონ სოფლის მეურნეობა და საყიდელი აღარ ჰქონდეთ თუნდაც ხორცი და კვერცხი", – განაცხადა ბორის ჭყონიამ.