ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში მცხოვრებ ილია ჭუმბურიძის ათსულიან ოჯახს, დღეს საღამოს ფონდი "იავნანა" საქველმოქმედო კონცერტზე ოფიციალურად გადასცემს სახლის გასაღებს.
"თავის დროზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ შეისწავლა ილია ჭუმბურიძის სოციალური მდგომარეობა და სოციალური მომსახურეობის სააგენტოს მიაწოდა ინფორმაცია იქ არსებული ვითარების შესახებ, რის შემდეგაც საქმეში უშუალოდ სააგენტო ჩაერთო და საკითხის ძირეული შესწავლის შემდგომ ფონდ "იავნანას" შუამდგომლობით მიმართა ჭუმბურიძეების ოჯახის დახმარებასთან დაკავშირებით. შესაძენი სახლის მოძიებაში სოციალურ სააგენტოს დიდი დახმარება გაუწია ჩოჩხათის მაჟორიტარმა დეპუტატმა ალექსანდრე სარიშვილმა. საბოლოოდ, ჭუმბურიძეები ახალმოსახლეობას მაჩხვარეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ორსართულიან სახლში იზეიმებენ", – განგვიცხადა ლანჩხუთის სოციალური სააგენტოს სოციალურმა მუშაკმა თამარ ასკურავამ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ეს უკვე მეხუთე სახლია, რომელიც ფონდმა "იავნანამ" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მრავალშვილიან ოჯახს სახლი შეუძინა.