თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ფრიდონ არჩვაძე დამნაშავედ ცნო და მას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის 22 აპრილს, დაახლოებით 14:00 საათზე, თბილისში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, ფრიდონ არჩვაძემ ყოფილ მეუღლეს ეჭვიანობისა და შურისძიების მოტივით, მოკვლის მიზნით განსაკუთრებული სისასტიკით, ხმლით მოაჭრა თითისა და ყურის ნაწილები, გადაუჭრა მუხლი, ჩაუმტვრია კოჭის ძვალი და სხეულის სიცოცხლისათვის სახიფათო სხვადასხვა ადგილებში, მათ შორის თავის არეში მიაყენა მრავლობითი დაზიანებები. სამართალდამცავებმა ფრიდონ არჩვაძე 25 აპრილს დაკავეს, მას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
საქართველოს პროკურატურა ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას აგრძელებს.