ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კეთილმოწყობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ოთარ ნაკანი დააკავეს.
წინასწარი ინფორმაციით, მას ბრალი გარკვეულ დოკუმენტებზე ხელმოწერაში ედება, რომლითაც ფინანსური მაქინაციები განხორციელდა.
ნაკანის დაპატიმრებას ადასტურებენ ქობულეთის გამგეობაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ დაკავების მიზეზების შესახებ განხცადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.
დაკავებულმა ქობულეთის კეთილმოწყობის სამსახურში მუშაობა ორი თვის წინ დაიწყო და მას სპეციალისტის თანამდებობა ეკავა.