გუშინ, ლანჩუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათში ააიპ კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, ნუგზარ ცინცაძე (ცანცუა) დაჭრეს.
როგორც მისმა მეუღლემ, იამზე ჩხაიძემ "გურია ნიუსთან" საუბრისას განაცხადა, ცინცაძე იური ვაზაგაშილის დაკრძალვიდან ახალი დაბრუნებული იყო:
_ დაკრძალვიდან მეგობართან მივიდა. როგორც ვიცი, სუფრიდან ახალი ადმგარი იყო და ფანჯარასთან იდგა. სწორედ ამ დროს მოხდა გარედან გასროლა, _ გვითხრა ჩხაიძემ.
მისივე ინფორმაციით ცინცაძეს ხუთი ტყვია აქვს მოხვედრილი და მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.
ჩხაიძის თქმით, იმ ოჯახში, სადაც ცინცაძე სტუმრად იმყოფებოდა ორი ძაღლია მოწამლული.
მომხდარზე უკვე დაწყებული გამოძიება. ჩვენი ინფორმაციით, ამ ეტაპზე დამნაშავის ვინაობა დადგენილი არ არის.