შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით 20 წლიანი სტაჟის ნახევარზე მეტი შინაგან საქმეთა სამინისტროში აქვს გატარებული:
_ ჩემთვის უცხო არ არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. ჩემი 20 წლიანი სტაჟის ნახევარზე მეტს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობა ითვლის. ამ ორი წლის განმავლობაში მომიწია სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელობა, მათთან მუშაობა. ვეცდები, ყველაფერი ისე გავაკეთო, როგორც საჭირო იქნება და თქვენი იმედები გავამართლო, _ აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
შეგახსენებთ, რომ ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრად რამდენიმე წუთის წინ პრემიერმა წარადგინა.
ამავე თემაზე: ვახტანგ გომელაური: შსს-ში მუშაობა ჩემთვის უცხო არ არის; ახალ შს მინისტრს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია აქვს დამთავრებული; შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური გახდა