"გურია ნიუსის" ინფორმაციით, გურიის გუბერნიაში გამართული კონკურსი, რომლის შედეგები დღეს უნდა გამოქვეყნებულიყო ჩაიშალა.
გუბერნიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
_ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შედეგები დღეს უნდა გამოცხადდეს. სხვა ინფორმაცია არ მაქვს, _ გვითხრა ლომჯარიამ.
ჩვენი წყარო კონკურსის ჩაშლის მიზეზად არასასურველ კადრებს ასახელებს.
"გურია ნიუსი" დეტალებს ამ წუთებში ამოწმებს და ვრცელ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.
გურიის სამხარეო ადმინისტრაციამ კონკურსი 7 ვაკანსიაზე ერთი თვის წინ გამოაცხადა. ოფიციალური ინფორმაციით მასში მონაწილეობა 60-მდე აპლიკანტმა მიიღო.