ზუგდიდში მეგის ქარდავას ცოლის ძმა დაჭრეს. შეიარაღებული თავდასხმა ზუგდიდის ცენტრში მეოთხე სკოლასთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის ყოფილი თანამშრომელი, ირაკლი ფიფია ავტომობილის სამრეცხაოსთან გაჩერდა რის შემდეგაც მასთან ორი პირი მივიდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
როგორც ფიფია აცხადებს, მას შემდეგი სიტყვებით მიმართეს: "თქვენი დრო დამთავრდა. ახლა ჩვენი დრო მოვიდაო." ამ მიმართვის შემდეგ ფიფიასა და მასთან დაპირისპირებულ პირებს შორის ჩხუბი მოხდა რა დროსაც ირაკლი ფიფია დანით ფეხში დაჭრეს.
დაზარალებული მკურნალობას რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადის.
ირაკლი ფიფია კომენტარზე უარს აცხადებს, თუმცა, პირად საუბრებში ამბობს, რომ მისთვის ცნობილია თავდამსხმელების ვინაობა და ესენი გიგა და ირაკლი ჭითანავები იყვნენ.
ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
მომხდარზე გამოძიება ხულიგნობის მუხლით არის დაწყებული.