23 წლის ამერიკელმა მოდელმა ლინდსი პელასმა გადაწყვიტა, მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, თუ როგორ გამოიყურება მისი 6 ზომის მქონე მკერდი სირბილის დროს.
მცდელობა ძალზე წარმატებული აღმოჩნდა და გავრცელებიდან მხოლოდ 10 დღეში ვიდეო ორნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა, ხოლო მნახველთა დიდი ნაწილმა ის დადებითად შეაფასა.
გოგონას სამი ძმა და ხუთი და ჰყავს. ლინდსიმ სკოლა წარჩინებით დაასრულა და ისტორიაში ბაკალავრის ხარისხის მფლობელიც გახლავთ.
ახალგაზრდა მოდელი ჯერ კიდევ გასულ წელს ბარმენად მუშაობდა. რაც შეეხება ამჟამინდელ პროფესიას, პელასი კოლეჯში სწავლისას კალენდრისთვის და რამდენიმე სარეკლამო რგოლში გადაიღეს.
გასულ წელს მან ჟურნალ „Playboy“-ს კასტინგში მიიღო მონაწილეობა, რის შემდეგაც პოპულარობის დროც დადგა.