ბიზნესმენი ბესო ხარძიანი, რომელსაც დღეს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან ესროლეს, მიყენებული ჭრილობების შედეგად რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას მოტოცილეტისტმა ესროლა.
აღსანიშნავია, რომ როგორც გარდაცვლილის შვილი ამბობს, სახლთან ორი დღის განმავლობაში მოთვალთვალე პირი შენიშნა. მნიშვნელოვანია ისიც, რო
როგორც გარდაცვლილი ხარძიანის და, მაია ხარძიანი ამბობს, ეს შეკვეთილი მკვლელობა იყო.
"ერთი მკვლელისკენ მიდის კვალი, რომელიც ციხეშიც კლავდა ჩემს ძმას. მთავრობას ვთხოვ, მოახდინონ გამოძიება. ეს იყო ის, რაც მის ქონებას ეხებოდა, ეს იყო მისი პარტნიორი, რომელმაც ეს ყველაფერი მოაწყო, ეს არის გიორგი უდესიანი. უდესიანმა მაქსიმალურად უნდა გააკეთოს ის, რომ თუ თვითონ არ არის ამის გამკეთებელი, მოიძიოს ვინ არის მკვლელი და აგვიხსნას რატომ ესროლეს. ეს მკვლელობა არის შეკვეთილი", – განაცხადა ხარძიანმა.
ცნობისთვის, ბესო ხარძიანი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს პატიმრობაში იმყოფებოდა.
"გურია ნიუსი" ცდილობს გიორგი უდესიანთან დაკავშირებას.